FEC ანგარიში

მიმართულებები:

ბათუმი

თბილისი

აუდიტორული მომსახურება

ფინანსური ანგარიშგების აუდიტი

გლობალიზაციისა და კონკურენციის ზრდის პირობებში, როცა კომპანიები აქტიურად ცდილობენ გააფართოონ საქმიანობა , ინვესტორების და ბიზნესის მფლობელთა ნდობა მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა საერთაშორისო ზრდის შესაძლებლობების, და დაფინანსების სხვა გზით მოძიების საქმეში. ფინანსური ანგარიშგების აუდიტი წარმოადგენს აღიარებულ და ეფექტური საშუალებას, რომელიც უზრუნველყოფს ფინანსური ინფორმაციის სანდოობის ყველაზე მაღალ ხარისხს. ფინანსური ანგარიშგების აუდიტი მიზნად ისახავს გონივრული რწმუნების მოპოვებას იმის თაობაზე, რომ ანგარიშგება არ შეიცავს არსებით უზუსტობებს და ყველა ასპექტში სამართლიანად წარმოადგენს ინფორმაციას კომპანიის ფინანსური მდგომარეობის, ფინანსური შედეგებისა და ფულადი ნაკადების მოძრაობის შესახებ. სრული და ზუსტი ფინანსური ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ კლიენტებს ვთავაზობთ აუდიტის შემდეგ, სწორედ ამ ნდობის გამყარების საფუძველია.

ფინანსური აუდიტის შედეგად თქვენ მიიღებთ:

  • საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აუდირებულ ფინანსურ ანგარიშგებას და დამოუკიდებელი აუდიტორის მოსაზრებას;
  • ინფორმაციას გამოვლენილი შიდა კონტროლის მნიშვნელოვანი ნაკლოვანებების შესახებ;
  • ინფორმაციას კომპანიის საოპერაციო საქმიანობაში გამოვლენილ მნიშვნელოვან, სუსტ მხარეებზე;
  • ინფორმაციას ეფექტიანობის, მომგებიანობის შესაძლო ზრდის პერსპექტივებზე;
  • დამოუკიდებელ, ობიექტურ შეფასებას თქვენი ბიზნესის მომგებიანობის შესახებ;

საგადასახადო აუდიტი

საგადასახადო აუდიტი გულისხმობს კომპანიის მიერ ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის მდგომარეობის შემოწმებას, საგადასახადო კანონმდებლობის დაცვისა და საგადასახადო ვალდებულებების შესრულების კუთხით. აუდიტის პროცესში მოწმდება ყველა გადასახადის მიმართებაში საგადასახადო ბაზა. გთავაზობთ საგადასახადო აღრიცხვისა და ანგარიშგების აუდიტს, როგორც კომპლექსური, ასევე ცალკეული გადასახადების მიმართ საშემოსავლო, მოგების, დამატებითი ღირებულების გადასახადი, აქციზი, ქონების გადასახადი, საბაჟო გადასახადები და მოსაკრებლები.

საგადასახადო აუდიტის დროს:

  • ხდება საწარმოების საგადასახადო რისკების გამოვლენა და შეფასება
  • შემოწმების შედეგების საფუძველზე დგება კონფიდენციალური ანგარიში ხელმძღვანელობისათვის, სადაც აღწერილია ის დარღვევები, რომელიც გამოვლინდა აუდიტის პროცესში და რეკომენდაციები ამ დარღვევების გამოსასწორებლად.
  • • აღნიშნული ანგარიშის განხილვის შემდეგ აუდიტორი ეხმარება დამკვეთს გამოასწოროს გამოვლენილი ხარვეზები (დააზუსტოს დეკლარაციები და ა.შ.)

მარწმუნებელი გარიგებები, და სხვა დაკავშირებული მომსახურებები

ჩვენ კომპანიებს ვთავაზობთ არა მხოლოდ ფინანსური ანგარიშგების აუდიტს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, არამედ ვეხმარებით მათ ბიზნეს მიზნების მიღწევაში, რისკების მართვასა და გამჭვირვალობის გაუმჯობესებაში.

შეავსეთ ფორმა