FEC ანგარიში

მიმართულებები:

ბათუმი

თბილისი

ბუღალტრული და სხვა ფინანსური მომსახურება

საბუღალტრო მომსახურება

ორგანიზაციაში ბუღალტრული აღრიცხვის გამართულად ფუნქციონირება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია კომპანიის წარმატებულად ფუნქციონირებისთვის. ჩვენ გთავაზობთ, ყოველდღიურ საბუღალტრო მომსახურებას ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (ბასს) შესაბამისად.

მიმდინარე საბუღალტრო მომსახურება მოიცავს:

  • საბუღალტრო აღრიცხვის პროცესს საბუღალტრო პროგრამაში ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარაციების მომზადებასა და წარდგენას
  • ფინანსურ და საგადასახადო საკითხებზე ყოველდღიურ კონსულტაციას
  • პირველადი დოკუმენტაციის მომზადებას
  • საბანკო გადარიცხვებს
  • ყოველთვიური და ყოველკვარტალური ფინანსური ანგარიშების მომზადებას.

გასული პერიოდების საბუღალტრო ანგარიშების აღდგენა

საბუღალტრო ანგარიშების აღდგენით შესაძლებელია მოხდეს წინა პერიოდის სამეურნეო ოპერაციების დამუშავება, შეცდომების გადამოწმება და მათი შესაბამისი კორექტირება.ეს საშუალებას მოგცემთ, გქონდეთ სათანადო ბუღალტრული აღრიცხვის სისტემა და იქონიოთ სრული ანგარიში კომპანიის წარსულ საბუღალტრო მდგომარეობაზე.

ყოველწლიური დეკლარაციების მომზადება მოიცავს:

  • მოგების დეკლარაცია(გარკვეული კატეგორიის კომპანიებისათვის)
  • ქონების დეკლარაცია
  • წლიური საშემოსავლო დეკლარაცია

ანგარიშგება და კომპილაცია

კანონი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ განსაზღვრავს კომპანიების მიერ ანგარიშების წარმოების, ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესს, რომელიც სავალდებულოა საქართველოში რეგისტრირებული ყველა კომპანიისათვის მიუხედავად მისი ზომითი კატეგორიისა. წარდგენის ვადად განისაზღვრა საანგარიშგებო წლის მომდევნო წლის არაუგვიანეს 01 ოქტომბერი. ჩვენი გუნდი მზადაა მომსახურება გაუწიოს დაინტერესულ კომპანიებს, კანონის შესაბამისად ფინანსური ანგარიშგებების მომზადებასა და წარდგების პროცედურებში. აღნიშნული მომსახურების ფარგლებში ჩვენი კომპანია მოამზადებს თქვენთვის

  • სააღრიცხვო პოლიტიკას
  • ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებას
  • მოგება-ზარალის ანგარიშგებას
  • კაპიტალში ცვლილებების ანგარიშგებას
  • ფულადი ნაკადების მოძრაობის ანგარიშგებას და ფინანსური ანგარიშგების ახსნა განმარტებით შენიშვნებს.

ხარისხიანად მომზადებული წლიური ანგარიშგება საიმედო გზამკვლევია თქვენი ბიზნესის განვითარების დასაგეგმად ზრდის თქვენი ბიზნესის რეპუტაციას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ბაზარზე ხელს უწყობს ინვესტიციების მოზიდვას.



საინვენტარიზაციო მომსახურება

FINANCIAL EXPERTS CORPORATION-ის გუნდი გაგიწევთ საქონლის და ძირითადი საშუალებების სრულ საინვენტარიზაციო მომსახურებას, აღნიშნული სერვისის ფარგლებში ჩვენ ვუზრუნველყოფთ, კომპანიის ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებების ან სასაქონლო მატერიალური მარაგების დეტალურ აღწერას. აღნიშნული სერვისი მოიცავ:

  • საინვენტარიზაციო დოკუმენტაციის მომზადებას
  • საინვენტარიზაციო ჯგუფის მომსახურებას
  • შედეგების პაკეტის მომზადებას
  • კონსულტაციებს ხარვეზების არსებობის შემთხვევაში პრობლემის მოგვარების გზებზე

შეავსეთ ფორმა