მიმართულებები:

ბათუმი

თბილისი

იურიდიული მომსახურება და კონსულტაცია

სამეწარმეო სამართალი

სამეწარმეო სამართალი არეგულირებს კომპანიის დაფუძნების, რეორგანიზაციის, შვილობილი კომპანიებისა და ფილიალების დაფუძვნების, კომპანიების ლიკვიდაციისა ურთიერთობას დირექტორებთან და პარტნიორებთან და ა.შ. საწარმოში არსებული ყველა იურიდიული დოკუმენტის, მათ შორის: სადამფუძნებლო დოკუმენტაციის, გაფორმებული ხელშეკრულებების, პარტნიორთა გადაწყვეტილებების, დირექტორის ბრძანებების და ა.შ. კანონთან შესაბამისობის დადგენა და რეკომენდაციის გაწევა ხარვეზების აღმოსაფხვრელად. კომპანიის შეუფერხებლად ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანია რომ კორპორატიული სამართლის კუთხით ჰქონეს გამართული სტრუქტურა და მოწესრიგებული დოკუმენტაცია.

შრომის სამართალი

ჩვენი მომსახურება ამ მიმართულებით მოიცავს:

  • შრომითი ხელშეკრულებების და პოლიტიკების, კონფიდენციალობისა და კონკურენციის აკრძალვის ხელშეკრულებები
  • კონსულტაცია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ
  • ზეპირი და წერილობითი კონსულტაციები შრომითი ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტებზე, როგორიცაა წლიური შვებულება, ბიულეტენი, გათავისუფლების ანაზღაურება და სხვ.
  • წარმომადგენლობა და კონსულტაცია სასამართლო გარჩევებში შრომითი ურთიერთობების თემაზე

სახელმწიფო შესყიდვის (ტენდერის) სამართლებრივი მხარდაჭერა

სახელმწიფო და საჯარო იურიდიული პირები ახორციელებენ რამდენიმე მილიარდი ლარის ღირებულების პროდუქტისა და მომსახურების შეძენას წლის განმავლობაში. ჩვენს გუნდა დიდი გამოცდილება აქვს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში, ვიცით ტენდერში მონაწილე კლიენტების საჭიროება და მიზნები, ასევე ის წესები, რასაც ითვალისწინებს სახელმწიფო შესყიდვები.

გთავაზობთ შემდეგ მომსახურებას:

  • რეკომენდაციები შესყიდვის პროცედურასა და სისტემასთან დაკავშირებით
  • მონიტორინგი და ინფორმაციის მიწოდება პროდუქტისა და მომსახურების შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერის შესახებ
  • სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება
  • კონსულტაცია სატენდერო დოკუმენტების მომზადების დროს ან წარმოდგენილი დოკუმენტების შემოწმება
  • საკონკურსო კომისიასთან ურთიერთობა კონკურსის პირობების დაზუსტების მიზნით
  • მონაწილის რეგისტრაცია ელექტრონულ სისტემაში და დოკუმენტების გაგზავნა
  • შესყიდვის პროცესში მონაწილეობა კლიენტის სახელით
  • აპელაციის შეტანა არაკეთილსინდისიერი ვაჭრობის შემთხვევაში და სხვა

შეავსეთ ფორმა