კომპანია Financial Expert Corporation  და TPsolution-ის ორგანიზებით ქალაქ ბათუმში ტარდება ტრენინგი თემაზე: არარეზიდენტების დაბეგვრა, ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებების გამოყენება. ტრენინგის ფარგლებში გაანალიზებულ იქნება შემდეგი საკითხები: არარეზიდენტის წყაროსთან დაბეგვრა საქართველოს კანონმდებლობით (სსკ-ის 104-ე და 134 მუხლები) უკუდაბეგვრის დღგ ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებების გამოყენების წესები ორამაგი დაბეგვრის ხელშეკრულებების გამოყენებისას ხშირად დაშვებული შეცდომები   სემინარის მიმდინარეობისას განხილულ იქნება რეალური და იმიტირებული ქეისები ტრენერი: Gela Barshovi; თარიღი: 16, 18, 21 ივლისი; ხანგრძლივობა: 10 საათი; მდებარეობა: გორგილაძის 77, ბათუმი, სასტუმრო „ერა პალასის“ საკონფერენციო დარბაზი; ღირებულება: 250 ლარი მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება კორპორატიულ კლიენტებზე (3 და მეტი მსმენელი ერთი ორგანიზაციიდან) და ააიპ „ბუღალტერთა კლუბი ფორუმის“ წევრებზე.   განსახილველი საკითხები:   საქართველოს წყაროდან მიღებული შემოსავალი (სსკ-ის 104 მუხლი) საქართველოს ტერიტორიაზე გაწეული მომსახურება (საჭიროა უკუდაბეგვრის მიზნებისთვის, სსკ-ის 166-ე მუხლი) რეზიდენტი (საგადასახადო კოდექსის და შეთანხმების შესაბამისად); მუდმივი დაწესებულება (საგადასახადო კოდექსის და შეთანხმების შესაბამისად, განსხვავებები და როგორ უნდა ვიხელმძღვანელოთ); შემოსავალი უძრავი ქონებიდან; მოგება ეკონომიკური საქმიანობიდან; შემოსავალი სატრანსპორტო მომსახურებიდან Facebook, booking.com შემოსავლები ასოცირებული საწარმოები /ტრანსფერ ფრაისინგი დივიდენდები; პროცენტები; როიალტი; შემოსავალი ქონების გასხვისებიდან; დამოიკიდებელი პირადი მომსახურება; დაქირავებით მუშაობა; სამეთვალყურეო და დირექტორთა საბჭოების წევრთა ანაზღაურება; სხვა შემოსავლები; კაპიტალი; ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილება რეზიდენტის სახელმწიფოში; ბენეფიციური (ფაქტიური) მფლობელი; ჰიბრიდული ოპერაციები, ანუ  საერთაშორისო პრაკტიკით რა შემთხვევაში შეიძლება დაკვალიფიცირდეს სესხი დივიდენდად და პირიქით. ტრანსპარენტულობა   ტრენერი   ტრენერი Gela Barshovi 2015 წლიდან მოქმედი ტრენერია, აქვს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტემენტში მუშაობის 7 წლაინი გამოცდილება. ის აქტიურად მონაწილეობდა ტრანსფერ ფრაისინგისა და ორმაგი დაბეგვრის მიმართულებით შემოწმებებსა და ამ მიმართულებებით მიდგომების ჩამოყალიბებაში. ის ასევე მუშაობდა ავსტრიასა და გერმანიაში ტრანსფერ ფრაისინგისა და ორმაგი დაბეგვრის მიმართულებით. გელა ბარშოვს დამთავრებული აქვს მსოფლიოს ათეულში შემავალი სამაგისტრო პროგრამა საერთაშორისო დაბეგვრის (ორმაგი დაბეგვრისა და ტრანსფერ ფრაისინგის) მიმართულებით ავსტრიაში,ქალაქ ვენაში. რეგისტრაცია