შპს Financial Experts Corporation მოწვევით ბათუმში EY Georgia-ის გუნდმა ჩაატარა ხუთ დღიანი ტრენინგიაუდიტის საერთაშორისო სტანდარტებისშესახებ. ტრენინგს დაესწრნენ წამყვანი აუდიტორული ფირმების წარმომადგენლები აჭარის რეგიონიდან. მონაწილეები გაეცნენ აუდიტორთა ეთიკის კოდექსის და ხარისხის კონტროლის სტანდარტის მოთხოვნებს და განიხილეს აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები და სხვა, მასთან დაკავშირებული საინტერესო თემები. ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი. ტრენინგები ჩატარდა ევროპის ბიზნეს ასოციაციის ეგიდით. მადლობას ვუხდით EY Georgia - საინტერესო ტრენინგისთვის და European Business Association Georgia - მხარდაჭერისათვის.